უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ქმედებები მიანიშნებს, რომ მას მოლდოვაში დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია სურს.
"რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა ელოდოს.
ცუდი ამბავი: თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ კიშინოვის კართან იქნებიან.
კარგი ამბავი: უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას.
მაგრამ გუნდურად მუშაობა გვჭირდება". - წერს მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.
Russia wants to destabilize the Transnistrian region & hints Moldova should wait for “guests”. Bad news: if Ukraine falls tomorrow Russian troops will be at Chișinău’s gates. Good news: Ukraine will definitely ensure strategic security of the region. But we need to work as a team
25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. 25 აპრილს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის "დედაქალაქ" ტერასპოლში ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას. 26 აპრილს კი 2-მა აფეთქებამ სოფელ მაიაკში საბჭოთა პერიოდის რადიო ანძები დააზიანა.
დნესტრისპირეთი უკრაინას ესაზღვრება. ის მოლდოვის ტერიტორიაა, რომელიც 1992 წლიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მას სეპარატისტული "ხელისუფლება" მართავს. დნესტრისპირეთში 470 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. აქ რუსეთს 1500 სამხედრო ყავს განლაგებული, რომელთაც "სამშვიდობოებს" უწოდებს, თუმცა, არის ეჭვი, რომ მათ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებენ.